X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე ბულგარეთის ელჩ ვესელინ ვალკანოვს შეხვდა

18 ოქტომბერი 2022

ირაკლი ქარსელაძე ბულგარეთის ელჩ ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ახალ ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს, საგზაო, წყალმომარაგებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

მინისტრმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო მაგისტრალური გზების მშენებლობის მასშტაბური პროექტების პროგრესზე და აღნიშნა მათი მნიშვნელობა როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის პოტენციალის გაზრდისა და ათვისებისათვი.

ბულგარეთის ელჩმა მაღალი შეფასება მისცა, როგორც მიმდინარე პროექტებს, ისე მთავრობის მიერ შემუშავებულ ქვეყნის განვითარების ხედვას.

შეხვედრის მხარეებმა გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცების მზაობა.